Sunday, July 13, 2014

                         თამრიკო კურცხალიას პროექტის პორტფოლიო

                 პროექტის სანახავად იხილეთ ბმული

                                    
                                           ტრენინგის   მე-9 დღე
      დამთავრდა დამღლელი , მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგი. ჩემთვის ეს იყო მართლაც საინტერესო და მრავლის მომცემი.
       სიახლე მრავალმხრივი იყო, განსაკუთრებით ბევრი ვიწვალე შეფასებებზე, მაგრამ საბოლოოდ კარგად გავერკვიე. თურმე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ჩემიდან შორს არ ყოფილა.
      კარგად გავიგე რა რთული ყოფილა პროექტის სრულყოფილებაში მოყვანა, ახალი სასწავლო წლიდან ნამდვილად შევეცდები ის რაც მე ამ ტრენინგმა მომცა სრულყოფილად მივიტანო ბავშვებამდე. ასე გონივრულად შერჩეული ტრენინგი მე ჯერ არ გამივლია, ეს იყო ის რაც ნამდვილად გამომადგება მუშაობაში.
          მადლობა ქალბატონ დიანას, მადლობა გონიერების , შრომისმოყვარეობისა და აქტიურობისათვის. 

Thursday, July 10, 2014

                                ტრენინგის მე-8 დღე


    გავეცანით უკვე შექმნილ შეფასებებს, მივეცით  უკუკავშირი ნამუშევრებს , შევაჯამეთ შეფასებები.
     ვისწავლეთ ფასილიტაციის რეურსების შექმნა. შევქმენით როგორც ფასილიტატორებმა რესურსი, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეებს და ვაძლევთ რეკომენდაციებს.
     ძალიან საინტერესო იყო საუბარი პროექტის განხორციელებაზე.  ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროექტში ჩართვაზე.

Monday, July 7, 2014

                                მე-7 დღე
            დღეს უკვე მეშვიდე დღეა, რა მალე გავიდა ეს დღეები. მართლაც საინტერესო და დამღლელი გამოდგა ჩემთვის შეფასებები.

            შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ვისაუბრეთ შეფასების ცხრილებზე.  ვისაუბრეთ უკუკავშირებზე. გაოცებული ვარ ქალბატონი დიანას შრომისმოყვარეობით და ენერგიით.

Friday, July 4, 2014

                                                ტრენინგის მე-6 დღე
  დღეს ავტვირთეთ პრეზენტაცია, ძალან საინტერესო იყო გუგლდრაივის გამოყენება, მისი ფუნქციების გაცნობა. შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები, შევიტანეთ ცვლილებები პრეზენტაციაში.
   
                          ტრენინგის მე-5 დღე


       დღეს ძალიან, ძალიან  საინტერესო თემები გავიარეთ , გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. ვისაუბრეთ უკუკავშირზე , ვისწავლეთ ვორდის ფაილში კომენტარების გაკეთება რაც ნამდვილად საჭირო არის. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენი პროექტის განხორციელებისას. . გავითავისეთ რამდენად აუცილებელი და საჭიროა საავტორო უფლებების დაცვა.  საინტერესოდ მოსაუბრე ტრენერთან ერთად დრო შეუმჩნევლად გავიდა.

Tuesday, July 1, 2014

                                               ტრენინგის მეოთხე დღე
   დღეს გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს, ვისწავლეთ კომენტარების წერა. ვისაუბრეთ პრეზენტაციებზე. შფასების რუბრიკები ძალიან საინტერესო იყო. ბევრ ახალ რურიკას გავეცანით , რაც ძალიან კარგი იყო. ეს დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროექტის სრულყოფისათვის.

Wednesday, June 25, 2014

ტრენინგის III დღე

      დასრულდა კიდევ ერთი საინტერესო დღე.
  დღეს ვისწავლე ბროშურების დამზადება, გაფორმება . გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამის ლექსიკას. ძალიან საინტერესო იყო ზოგად , შინაარსობრივ , თემატურ კითხვებზე საუბარი, რაც თითქოს მარტივი იყო, მაგრამ რამდენად დამაფიქრებელი ყოფილა. საინტერესო იყო ისტრუმენტი მაკრატელის ფუნქციების გაცნობა. ავტვირთეთ ბროსურები კვლავ გაოცებული დავრჩი ქალბატონი დიანას შრომისმოყვარეობით , განათლებით .





         
ტრენინგის I-II დღე

     ეს დღეები საკმაოდ საინტერესოდ დამთავრდა .  ჩემთვის სიახლე იყო ელოქტრონული წიგნი მისი მოხმარება , ვისწავლე ახალი ტერმინოლოგიები.
   ვისაუბრეთ პროექტის შექმნაზე, დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლებიც ჩვენთვის მთლად უცხო არ ყოფილა.
   საკმაოდ განათლებული და საინტერესოდ მოსაუბრე ტრენერი გვყავს.  ქალბატონი დიანას  დახმარებით გონებაში უკვე გაკეთებული მაქვს ჩემი პროექტის მონახაზი, რომელიც მინდა საინტერესო გამოვიდეს. იმედია მომავალი დღეები უფრო მეტ ცოდნას შემმატებს და მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ახალი სასწავლო წლიდან.
  

კვლევა-საშინაო დავალება

                    კვლევის სანახავად გადადით ბმულზე:                                https://drive.google.com/drive/my-drive?ogsrc=32