I კლასის მოსწავლეებისთვის - ეფექტური კითხვის უნარის გასავითარებლად
სასწავლო რესურსი ,,დიდი
წიგნები“, ასო-ბგერათა შესწავლის დროს შეიქმნა ჩემს მიერ და გამოიყენება ეფექტური
კითხვის უნარის გასავითარებლად, კითხვის სწავლების ჰოლისტური მიდგომისათვის.
კითხვის სწავლების ჰოლისტური
მიდგომა ყურადღებას ამახვილებს; ტექსტიდან აზრის
გამოტანის მნიშვნელობაზე, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნზე, რომელიც მოსწავლისათვის
სწავლის მოტივაციის ამაღლების წინაპირობაა. ჰოლისტური
მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,,დიდი წიგნების ერთობლივი” კითხვა.
მეთოდის მიზანია:
1. ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა;
2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა;
3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
წაკითხულის მიმართ;
4. ტექსტის მთლიანობაში აღქმა.
რესურსი შეიქმნა პირველკლასელთათვის და მასში
გავალისწინებულია ამ ასაკის ბავშვის ფსიქო-ასაკობრივი თავისებურებანი; კერძოდ ის,
რომ მათი კოგნიტური განვითარება ოპერაციამდელ სტადიაზეა და აღქმა და აზროვნება
თვალსაჩინო/ ხატოვანია (ჟ. პიაჟე -კოგნიტური განვითარების თეორია). ამიტომაც,
,,დიდი წიგნი“ მათთვის კითხვისათვის მდიდარ გარემოს ქმნის, მისი ფორმა,
ზომა, ნახატები, ვიზუალური მხარე დიდ მოტივაციას იწვწვს ბავშვებში და ისინი
ხალისით ერთვებიან კითხვაში. იგი გაზეთის ზომისაა, შედგება 4 დან 16
გვერდამდე, ასოები 3-5 სანტიმეტრისაა, გაფორმებულია ილუსტრაციით.
ბავშვებს თავიდანვე სათითაოდ
ვაცნობთ მის შემადგენელ ნაწილებს: ყდა, ავტორი, ილუსტრაცია, სათაური და ა.შ.
შემდეგ გამოვათქმევინოთ ვარაუდები, რა ამბავი შეიძლება იყოს
გადმოცემული წიგნში? ამაში დაგვეხმარება აქტივობა: ,,გასეირნება ილუსტრაციებში“.
ამის შემდეგ ვიწყებთ კითხვას. ტექსტს ვკითხულობ ხმამაღლა და
გარკვევით, ვიყენებთ ექოს ტიპის კითხვას-ბავშვები იმეორებენ, ასევე
ვიყენებთ მონაცვლეობით კითხვას, ჯერ მასწავლებელი კითხულობს, შემდეგ
მოსწავლე ან მოსწავლეები აგრძელებენ. შეიძლება გამოვიყენოთ მინიშნებებით
კითხვაც. ასევე, ავიღოთ მუყაოს ქაღალდი და დავფაროთ რომელიმე სიტყვა.
ბავშვები ამ სიტყვას ამოიცნობენ კონტექსტის მიხედვით. ეფექტურია მუყაოს
ჩარჩო, რომელშიც ვაჩენთ ერთ რომელიმე სიტყვას და ბავშვები კითხულობენ,
შემდეგ ააგონ სიტყვების კედელი, ანუ დააგალონ სიტყვები სტრიქონებად
რაიმე ნიშნის მიხედვით. მეიძლება დავჭრათ წინადადებები სიტყვებად და მოსწავლეებს
ვთხოვოთ ააგონ წინადადებები. ან კიდევ დაჭრილი
წინადადებებით ააგონ მთლიანი ტექსტი.
მეთდის გამოყენებამ მიმიყვანა
ეფექტურ შედეგამდე: მოსწავლეებმა შეძლეს მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან
აზრის გამოტანა; ტექსტის მთლიანობაში აღქმა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვა
წაკითხულის მიმართ. - ჩემ მიერ
შექმნილი რესურსი, ,,დიდი წიგნები”, ამ მეთოდის ეფექტურობის განმსაზღვრელია. მისი ხშირი გამოყენება
ავითარებს მრავალმხრივ უნარებს, როგორც აკადემიურსა და
შემეცნებითს: მთლიანი სიტყვის/ტექსტის აღქმის, ეფექტური და გააზრებული კითხვის.
ასევე სოციალურ უნარებს: თანამშრომლობით და გუნდური მუშაობის.
რესურსის დადებითი
მახასიათებელია ისიც, რომ მისი გამოყენება კვალიფიციურ მასწავლებელს თამამად
შეუძლია, რადგან კარგად დაგეგმილი გაკვეთილის მსვლელობის დროს იგი არ ქმნის
პრობლემას. შესაბამისად არც მე შემქმნია არანაირი პრობლემა, პირიქით მხოლოდ მის
დადებით და ეფექტურ მხარეზე შემიძლია საუბარი.
რესურსის
გამოყენების ინსტრუქცია
● დავამზადოთ „დიდი წიგნი“
მოსწავლეებთან ერთად (სასურველია ჩავრთოთ მშობლები).
● გაკვეთილის დაწყებამე
წიგნი განვათავსოთ თვალსაჩინო ადგილას, დაფასთან.
● გავამახვილოთ ყურადღება
წიგნის მახასიათებლებზე (ყდა, ავტორი, სათაური).
● მოსწავლეებთან ერთად
წავიკითხოთ სათაური.
● დავათვალიეროთ წიგნის გვერდები
- ,, გავისეირნოთ ილუსტრაციებში“.
● გამოვათქმევინოთ
ვარაუდები.
● წავუკითხოთ ტექსტი
გამომეტყველებით.
● მივცეთ წიგნთან შეხების შესაძლებლობა.
● კითხვის დროს დავუსვათ
შეკითხვები.
● დააკვირდნენ
ილუსტრაციას და გამოთქვან ვარაუდები.
● გამოვიყენოთ ექოს
ტიპის კითხვა და ყველა ის აქტივობა რომელიც ზემოთაა აღწერილი (მონაცვლეობითი
კითხვა, დაფარული სიტყვების ამოცნობა, სიტყვების ჩარჩო, სიტყვების კედელი და ა.
შ.).
● კითხვის დასრულების
შემდეგ დავუსვათკითხვა, რა განწყობა დაეუფლათ? მივცეთ მსჯელობის საშუალება
რესურსის
შექმნა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დაწყებით საფეხურზე და კერძოდ, პირველი კლასის
მოსწავლეებისთვის, ფონოლოგიური და კითხვის
უნარის გავითარებისათის მეტად ეფექტურია თვალსაჩინოებები,
კერძოდ, დიდი, ილუსტრირებული წიგნის გამოყენება. მის საშუალებით მოსწავლეები კარგად აღიქვამენ ასო-ბგერებს, კითხულობენ მათ სიტყვასა და წინადადებაში.
კარგად ივითარებენ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს, ზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას, ხელს
უწყობს კითხვის სტრატეგიების განვითარება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი სრულად შეესაბამება
ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს.
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე
და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას,
ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ,
მარცხნივ);
·
მეტყველებისას იყენებს წინადადების
მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·
წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის
მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ
ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების
ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·
იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკავშირებს ასოებს ბგერებთან
და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს
მითითებულ სიტყვას;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით
ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
·
წინადადების საზღვრების შესაბამისად
აკეთებს პაუზას;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული
/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
·
ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების,
აღძრული გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით
(ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
·
ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
·
სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით
ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს / მოთხრობას / ლექსს.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
·
კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ
ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
·
ფორმალური ნიშნების მიხედვით
(მაგ., ილუსტრაციების, მსხვილი შრიფტისა და ა. შ. მეშვეობით) ამოიცნობს საბავშვო წიგნს,
ჟურნალს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან
წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის
გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·
განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს
(ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
ინსტრუქცია
ჩემ მიერ წარმოდგენილი სასწავლო ელექტრონული რესურსი არის
Learningapps.org-ში შექმნილი სავარჯიშო: ,, სულიერი და უსულო
საგნები’’ პირველ კლასში, რომლის ელექტრონული
მისამართია:https://learningapps.org/display?v=pfwyzk7rc16
ელექტრონული რესურსი არის ინტერაქტიული სავარჯიშო-სათამაშო ტესტი.
ის წარმოადგენს ელექტრონულ კომპიუტერულ თამაშს. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გახსნის
ბმულს, გამოჩნდება დაფა,რომლის თავზე აწერია სულიერი და უსულო. მოსწავლე რომელ
სიტყვასაც მონიშნავს ის გაფერადდება და შესაბამისად იწყებს მუშაობას. სწორად
დასრულებული სავარჯიშოს ბოლოს გამოჩნდება სურათი და მოწონება, სურათებს ხშირად
ვცლი და ეს ბავშვების სიხარულს იწვევს, მინდა აღვნიშნო, რომ ტესტი
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მომხმარებელს შეუძლია
ტესტის შეცვლა და ადაპტირება.
რეფლექსია
●
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის
თამაშით სწავლება და ცოდნის განმტკიცება, რაც საკმაოდ სახალისო, საინტერესო და
ამასთანავე შედეგის მომტანიც იქნებოდა. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
ამოწმებს და თან აუმჯობესებს მოსწავლის სულიერ და უსულო საგნების შესახებ.
●
ინტერაქტიული ტესტი-თამაშით მოსწავლეს უვითარდება ეროვნული სასწავლო გეგმით
მოთხოვნილი ძირითადი უნარ-ჩვევები, კერძოდ:
სტანდარტი
მიმართულება:
კითხვა
ქართ.
I. 7.
მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
●
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
ქართ.
I. 8.
●
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის,
მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
●
დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
●
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ძირითადი თემატიკა:
გრამატიკული
ასპექტი:
მოცემული
სიტყვებითა და სურათებით წინადადების კონსტრუირება;
რესურსის გამოყენებისათვის კლასში საჭირო იყო უწყვეტი ინტერნეტი, რომელსაც
ვავრცელებდი უსადენო ინტერნეტის საშუალებით. ამ რესურსის უარყოფით მხარედ მხოლოდ
ესშეიძლება ჩავთვალოთ, სახლში ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტი არაა ხელმისაწვდომი.
ასევე აუცილებელი იყო ინდივიდუალური კომპიუტერები, რომლებიც ჰქონდა თითოეულ
მოსწავლეს. მუშაობის პროცესი მეტად სახალისო
აღმოჩნდა. ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეებს შეეძლოთ
მრავალჯერადად და ეს იძლეოდა შეცდომის აღმოფხვრის საშუალებას.
მოსწავლეებს განუვითარდათ
მოსაზრების თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი; ადეკვატური
არგუმენტებითა და მაგალითებით დასკვნების გამოტანისა და გამოყენების
უნარი; თვითონვე აღმოაჩინეს და მიხვდნენ სულიერ და უსულო საგნებს და განიმტკიცეს
ცოდნა.
ამ ტიპის რესურსებს ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა
თემებთან დაკავშირებით.
ინსტრუქცია
ჩემ მიერ წარმოდგენილი სასწავლო ელექტრონული რესურსი არის
Learningapps.org-ში შექმნილი სავარჯიშო: ,, მიმატების მაგალითები’’ პირველ
კლასში, რომლის ელექტრონული მისამართია: https://learningapps.org/watch?v=pkuqhqv2k19
ელექტრონული რესურსი არის ინტერაქტიური სავარჯიშო-სათამაშო ტესტი.
ის წარმოადგენს ელექტრონულ კომპიუტერულ თამაშს. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გახსნის
ბმულს, გამოჩნდება დაფა,რომლის თავზე აწერია რიცხვები. მოსწავლე რომელ რიცხვსაც
მონიშნავს ის გაფერადდება და შესაბამისად იწყებს მუშაობას, ეძებს მაგალითებს
რომლის პასუხიც მონიშნული რიცხვებია. სწორად დასრულებული სავარჯიშოს
ბოლოს გამოჩნდება სურათი და მოწონება, სურათებს ხშირად ვცლი და ეს ბავშვების
სიხარულს იწვევს, მათ ახარებს კლასის სურათების ნახვა. მინდა აღვნიშნო,
რომ ტესტი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და
მომხმარებელს შეუძლია ტესტის შეცვლა და ადაპტირება.
რეფლექსია
●
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის
თამაშით სწავლება და ცოდნის განმტკიცება, რაც საკმაოდ სახალისო, საინტერესო და
ამასთანავე შედეგის მომტანიც იქნებოდა. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
ამოწმებს და თან აუმჯობესებს მოსწავლის ცოდნას შეკრების შესახებ.
●
ინტერაქტიული ტესტი-თამაშით მოსწავლეს უვითარდება ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი
ძირითადი უნარ-ჩვევები, კერძოდ:
სტანდარტი
მათ.1.3 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან
დააკავშიროს თვლა,რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ
დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
ისტ1.1 მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
- ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
- სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
·
სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად: ფაილის შენახვა მყარ დისკზე, გარე დისკზე;
flash-მეხსიერების გამოყენება);
·
ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად, სწორად იყენებს ტერმინოლოგიას.
რესურსის გამოყენებისათვის კლასში საჭირო იყო უწყვეტი ინტერნეტი, რომელსაც
ვავრცელებდი უსადენო ინტერნეტის საშუალებით. ამ რესურსის უარყოფით მხარედ მხოლოდ
ესშეიძლება ჩავთვალოთ, სახლში ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტი არაა ხელმისაწვდომი.
ასევე აუცილებელი იყო ინდივიდუალური კომპიუტერები, რომლებიც ჰქონდა თითოეულ
მოსწავლეს. მუშაობის პროცესი მეტად სახალისო
აღმოჩნდა. ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეებს შეეძლოთ
მრავალჯერადად და ეს იძლეოდა შეცდომის აღმოფხვრის საშუალებას.
ამ ტიპის რესურსებს ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა
თემებთან დაკავშირებით.
https://drive.google.com/drive/my-drive რესურსის სანახავად იხილეთ ბმული
რესურსის
რეფლექსია
ესგ გამომდინარე ვცდილობ სახელმძღვანელოში მოცემული
ყოველი გაკვეთილის განსაზღვრას. ვფიქრობ, რა სახის ინფორმაცია, მონაცემები ან ცხრილები
დამეხმარება გაკვეთილი გავხადო საინტერესო და ვიწყებ შესაბამისი რესურსის მოძიებას.
ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკს,( 6-7წელი) და
ვცდილობ რესურსი მორგებული და მოსახერხებელი იყოს ყველა მოსწავლეზე, შეძლონ მისი ეფექტური
გამოყენება.
გრამატიკული მასალის სწავლების დროს , საჭიროა სხვადასხვა სახის დავალებების
შესრულება. წესების დამახსოვრება ხშირად უჭირთ პატარებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ვიდეო რესურსი
, რომელიც დამეხმარა მოსწავლეებისათვის ინფორმაცია მიმეწოდებია ხმოვნებისა და მარცვლების
შესახებ.
ვიდეო რესურსი ემსახურება ესგ გათვალისწინებული
მიზნის მიღწევას. კერძოდ-
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ
თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
აღნიშნული რესურსები
ინტერაქტიურია, ამ ვიდეოს ვაწვდი მოსწავლეებს .მისი გამოყენებისთვის ინტერნეტი არ არის
საჭირო ისინი თავიანთ ბუკებში ეცნობიან ინფორმაციას სახლში. მათ შეუძლიათ ვიდეოს დაპაუზება,
ინფორმაციის მრავალჯერადად გამეორება. მისი
გამოყენებით მოსწავლეები ეჩვევიან კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას, სწავლება ხდება
თამაშით, სამუშაო პროცესი კი სრულდება ხალისით. რესურსი საინტერესოა იმითაც, რომ ამ
ინფორმაციებს ეცნობიან მშობლები და მათთვის ადვილია უკვე გაერკვიონ როგორ ვსწავლობთ
ამა თუ იმ საკითხს.
ჩემი რესურსები ნამდვილად შეიცავს ორიგინალურ
ელემენტებს. სწავლება გვიხდება არა ჩვეულებრივ მხოლოდ წიგნებში მოცემული მასალით არამედ კომპიუტრეის გამოყენებით.
რესურსი ემსახურება
21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევის მედიაწიგნიერების განმტკიცებას.
რესურსის მოხმარების დროს იყო მთელი რიგი
მცირე ზომის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც 2-3 მეცადინეობის შემდეგ აღმოიფხვრა. სწორედ
ეს არის ამ რესურსის ორიგინალურობა , რომ მისი გამოყენება მრავალჯერადი, საინტერესო
და სახალისოა.
რესურსის ინსტრუქცია
მასწავლებელი -თამარი
კურცხალია
საგანი- ქართული
ვიდეო რესურსი , ემსახურება მოსწავლეებისათვის ინფორმაცია მიმეწოდებია
ხმოვნებისა და მარცვლების შესახებ.
ბავშვებმა იციან კომპიუტერის მოხმარების წესები,
იყენებენ მაუსს,შეუძლიათ ჩემ მიერ მიწოდებული გვერდის გახსნა და მუშაობა.
გაკვეთილის მართვის
პროგრამის დახმარებით გადავცემ ამ რესურსს და ისინი ინსტრუქციის მიხედვით იწყებენ მუშაობას,
ინსტრუქციას კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუკითხავ და განვუმარტავ (ასაკის გათვალისწინებით).
მოსწავლეები რთავენ ვიდეოს ისმენენ ინფირმაციას, სასურველ ადგილზე აპაუზებენ ტექსტს
და იმეორებენ ინფორმაციას მრავალჯერადად.
ამ ტიპის რესურსების წყალობით ვახდენ ტექსტში
მოცემული მასალის შევსებას დამატებითი ინფორმაციებით, რაც ძალიან მოწონთ ბავშვებს და
აქტიურად იყენებენ მათ.
იმის გასარკვევად მოისმინეს თუ არა მათ ინფორმაციები
სახლში, მომდევნო დღეს მოსწავლეებს ვიდეოს
შესაბამის შეკითხვებს ვუსვამ.
რესურსი ადვილად გამოსაყენებელი და უსაფრთხოა.
No comments:
Post a Comment