პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა
,,
მოსწავლისათვის მიცემული საშინაო
დავალებით გამოწვეული პრობლემები და
გაუმჯობესების გზები ‘‘
თამარი კურცხალია
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის , სოფელ მერჯევის საჯარო
სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
2017
წელი
სარჩევი
1. შესავალი-------------------------------------------------------------------------------------3
2. . მოკლე
ინფორმაცია სკოლის დაწყებითი საფეხურის შესახებ-----------------------3
3. პრობლემა და კვლევის
საკითხი-----------------------------------------------------------4
4. პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები------------------------------------------4
5. კვლევის
მიზანი------------------------------------------------------------------------------5
6. კვლევის
ამოცანები--------------------------------------------------------------------------5
7. პრაქტიკული კვლევის
არსი----------------------------------------------------------------5
8. კვლევაში მონაწილე
რესპოდენტთა რაოდენობა-----------------------------------------5
9. ლიტერატურის
მიმოხილვა-----------------------------------------------------------------6
10. კვლევის სამიზნე
ჯგუფი------------------------------------------------------------------13
11. კვლევის
მეთოდები------------------------------------------------------------------------13
12. კვლევის
ვადები----------------------------------------------------------------------------14
13. კვლევის
შედეგები-------------------------------------------------------------------------15
14. კვლევის
მიგნებები-------------------------------------------------------------------------21
15. შესაძლო
ინტერვენციები------------------------------------------------------------------21
16.განხორციელებული
ცვლილებები--------------------------------------------------------22
17. რეკომენდაციები
---------------------------------------------------------------------------23
18. ინტერვენციათა
შეფასებები---------------------------------------------------------------24
19.
დასკვნა--------------------------------------------------------------------------------------25
20. გამოყენებული
ლიტერატურა------------------------------------------------------------25
21. დანართები----------------------------------------------------------------------------------26
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის , სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის
დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში
განხილულია მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის საშინაო დავალების არასწორი მიცემით
გამოწვეული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და
განხორციელებული ცვლილებები.
ნაშრომი შედგება შვიდი
თავისაგან.
I თავში მოცემულია ინფორმაცია
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის , სოფელ მერჯევის
საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესახებ, განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები.
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის
არსს.
III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა.
IV თავი მოიცავს
ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა
და პრაქტიკის ვადების
შესახებ
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე
მიღებულ შედეგების ანალიზს, ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას.
VI მოიცავს რეკომენდაციებს.
VII თავში გაკეთებულია დასკვნა.
საკვანძო სიტყვები: პროექტი,
კვლევა
თავი I.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა~
მოკლე ინფორმაცია სკოლის დაწყებითი საფეხურის
შესახებ
მერჯევის საჯარო სკოლის I-IV კლასებში სწავლობს 56
მოსწავლე, გოგონა 25– , ვაჟი –31.
დაწყებით კლასებში სხვადასხვა საგანს 7
მასწავლებელი ასწავლის. მათგან 2 უფროსი
მასწავლებელია, 5 კი – პრაქტიკოსი. მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს,
მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ
სწავლა–სწავლების პროცესი.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიდგომა საშინაო დავალებისადმი. ჩემი პედაგოგიური
მუშაობის პერიოდში იყო ხშირი შემთხვევა ,პრობლემების წარმოქმნა დავალების
შესრულების მიმართ. მოსწავლეები ხშირად
ამბობდნენ ,,დედამ ვერ გაიგო“. ვამჩნევდი, რომ როგორც კი მოჭარბებულად მივცემდი
მოსწავლეებს საშინაო დავალებას, უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ
ასრულებდნენ. იყო შემთხვევები , როდესაც
დავალება საუკეთესო შესრულებული იყო, მაგრამ საკითხი მაინც გაურკვეველი იყო რიგი
მოსწავლეებისათვის. ზოგჯერ დავალების
ანალოგიურ მაგალითებს , სავარჯიშოებს დამოუკიდებლად ვეღარ ასრულებდნენ ბავშვები.
გაჩნდა კითხვა: რა ხდება? სად ვუშვებ შეცდომას დავალების მიცემის დროს? დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა
იყოს მოსწავლეებისთვის ჩემს მიერ მიცემული
საშინაო დავალება და რა შინაარსის ან რა ფორმის უნდა იყოს იგი.
რა დოზით უნდა მივცეთ ბავშვებს
დავალება, რომ ეს საქმე ტანჯვად არ ექცეთ? პრობლემა საშინაო დავალების სირთულეშია
თუ მოცულობაში? აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე დაწყებითი კათედრის
წევრებს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და მათ მშობლებში განმეხორციელებინა
კვლევა.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზები:
დაწყებით კლასებში დიდი პრობლემა დავალების შესრულების დროს მშობელთა
არასწორი ჩართულობაა.
·
ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება
განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ რჩებათ დრო თამაშისა და
დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ დავალება და ისინი
ამის გამო უკვე აღარ ზრუნავენ დავალების ხარისხზე.
·
დავალება უხარისხოდ და უხალისოდ
შესრულებული შეიძლება იყოს, თუ საშინაო დავალებას არ ახლავს შესაბამისი
ინსტრუქცია.
·
დავალება უხარისხოდ და უხალისოდ
შესრულებული შეიძლება იყოს მაშინაც, თუ დავალება სისტემატურად და დროულად არ
შემოწმდება.
·
საშინაო დავალების შესრულებაზე
უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების სირთულე, თუ დავალება მოსწავლეთა
შესაძლებლობების ადეკვატური არაა.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად
შევისწავლო მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.
კვლევის ამოცანები:
·
დაკვირვება თითოეული მოსწავლის
საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე, ყურადღებაზე, სწავლისა და თავისუფალი
დროის მიმართ დამოკიდებულებაზე.
·
ფოკუს–ჯგუფის შექმნა და დისკუსიის
გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
·
მოსწავლეთა, მშობელთა და
მასწავლებელთა გამოკითხვა.
·
მონაცემების კოდირება და ანალიზი.
·
შედეგებისა და დასკვნების
პრეზენტაცია.
თავი II.
პრაქტიკული კვლევის არსი
საკუთარი პრაქტიკიდან
გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეულ პრობლემებს და მის გაუმჯობესების
გზებს.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს
თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი
ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები
ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ
გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური განსაზღვრულია პირველიდან მეექვსე კლასის
ჩათვლით,მაგრამ მე კვლევის განხორციელება გადავწყვიტე I-IV კლასებში , ამ კლასის
მოსწავლეებში, მათ მშობლებში და ამ კლასებში შემავალ პედაგოგებში .
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა
1. მერჯევის საჯარო სკოლის I-I Vკლასის 56 მოსწავლე
( გოგონა – , ვაჟი – ).
2. მერჯევის საჯარო სკოლის
I-IV კლასის მოსწავლეთა 56 მშობელი.
3. მერჯევის საჯარო სკოლის
დაწყებითი სწავლების კათედრის 7 მასწავლებელი.
სულ – 119 რესპოდენტი.
თავი III.
ლიტერატურის მიმოხილვა
საინტერესოა, როგორი
მიდგომაა საშინაო დავალებისადმი სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის საგანმანათლებლო
ასოციაციის ექპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა
უთმობდეს 10 წუთს. II კლასში – 20 წთ; III-IV – 30 წთ; V-VI – 1 საათს; VII კლასში
და ზემოთ- 2 საათი.
ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით არის
განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული საათები. უელსში თვლიან, რომ
საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით რეგულირებული კი არ უნდა იყოს,
არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში მიმდინარე
წლამდე დამკვიდრებული იყო კვირაში 4-დღიანი სასწავლო კვირა (8:30-დან 16:30-მდე).
ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგემება 5-დღიან სწავლაზე გადასვლა
და საშინაო დავალების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება
მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც
სახლში სამუშაო პირობები ან მშობლის დახმარება არ აქვთ, საშინაო დავალება არა
ცოდნის გაღრმავების, არამედ აკადემიური რეგრესის წყარო ხდება. ამდენად,
საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე,
აკადემიური საათების დასრულების შემდეგ, დამხმარე გაკვეთილებზე შეასრულებენ.
ბევრ ქვეყანაში
დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის
შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ
სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში
პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც
უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება
აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო
არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ
მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის
ჩათვლით. აშშ-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო. მისი
შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და
ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის
გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია.
2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად
მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.
კვლევებით დადგენილია,
რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც.
ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების
მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ, როდესაც საშინაო დავალება
ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ
დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანმიმართულობა
და ორგანიზებულობა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უნარები ვითარდება მხოლოდ
მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების
„შემსრულებლის” როლს.
ასე რომ, სიღრმისეული
სწავლისა და მოსწავლეთა პროგრესის შეფასების მნიშვნელოვან კომპონენტს
საშინაო დავალება წარმოადგენს. არის თუ არა საშინაო დავალება ეფექტიანი?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ
არსებობს.
მკვლევრების აზრით,
საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. კარგად არის
ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოსწავლის ყურადღების
კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი. საშინაო დავალების
ეფექტურობა მოსწავლეთა ასაკთან ერთად მატულობს. TIMSS-ის მიხედვით,
მასწავლებლები მოსწავლეთა შეფასებას დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ.
შეფასების სიხშირე და სწავლების ფორმატი სასკოლო პედაგოგიკის მნიშვნელოვან
ინდიკატორებს წარმოადგენს.
რა ხდება ჩვენთან,
საქართველოში? რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს
საშინაო დავალების შესრულებასთან? რა უარყოფით შედეგებს ვიღებთ არასწორად შერჩეული
საშინაო დავალების შედეგად? სწორედ ამ საკითხებს პასუხობს ჩემი თემა.
ერთი სკოლის
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებში ჩავატარეთ კვლევა, თუ რა დროს
ანდომებენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას. კვლევის
შედეგად აღმოჩნდა, რომ შესრულების დრო დამოკიდებულია დავალების სირთულესა და
მოცულობაზე. თუმცა მაინც დიდი დრო დასახელდა. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე
ბავშვებს აღარაფრის დრო არ რჩებათ.
ალბათ გსმენიათ
განაწყენებული მშობლების წუხილი შვილების დავალების მოცულობასა და რაოდენობაზე.
აქვე სირთულეც იჩენს თავს და თავბრუდახვეული ოჯახის წევრები თავს ვერ ართმევენ
საშინაო დავალების შესრულებას. ხშირად, მეგობრებისგან მეც მომისმენია ერთგვარი
„წუხილი”, რომ საღამოს დრო არ აქვთ იმიტომ, რომ ბავშვები უნდა ამეცადინონ და რომ
ეს ყოველდღიურ რუტინად იქცა მათ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათმა შვილებმა სკოლის
კარი შეაღეს. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გვყავს სანაცნობო წრეში მშობლები, რომლებიც
აქტიურად არიან ჩართულები საშინაო დავალებების მომზადებაში, ალბათ ოჯახების უმრავლესობაში
თითქმის ყოველდღე ისმის შეკითხვა: ,,დაიწყე მეცადინეობა? მე რა გითხარი? რანაირად
დაწერე? რა ქენი, იმეცადინე? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?”, ხშირად ეს
ყვირილსა და ჩხუბში გადაიზრდება, წამოიჭრება პრობლემა – ერთ მხარეს დგას
შეშინებული, დათრგუნული ბავშვი, მეორე მხარეს – შეწუხებული მშობელი.
რა ხდება
მასწავლებლების მხარეს?
ზოგი მათგანი
კლასში თუ ვერ მოასწრებს ახსნილი საკითხის ირგვლივ სავარჯიშოების შესრულებას, შინ
შესასრულებლად უამრავ საკითხს აძლევს და არ ითვალისწინებს სირთულესა და ოდენობას,
მთავარია, ,,სრულყო’’ მასალა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეს
მხოლოდ ერთ საგანში არ აქვს საშინაო დავალება შესასრულებელი და ასე შეიძლება 5
მასწავლებელი მოიქცეს. რა დააშავა ბავშვმა ან ოჯახმა? ასეთ შემთხვევაში, თუ
მოსწავლე ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცეში
რომ არ ჩაეთვალოს, იძულებულია, მეორე დღეს გადაიწეროს სხვა მოსწავლისგან ან
საერთოდაც არ დაესწროს იმ გაკვეთილს. სამაგიეროდ, ის შედეგი, რომელიც მასწავლებელს
ჰქონდა გათვლილი, მიუღწეველი რჩება. გარდა ამისა, ეს იწვევს მოსწავლეთა
გაღიზიანებას, გულის აცრუებას სწავლაზე, მოტივაციის დაქვეითებას, მოსწავლეები ამ
დროს ფიქრობენ, რომ მთავარია შესრულება და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
ხშირად
მოსწავლეები იმასაც ჩივიან, რომ მასწავლებელმა საშინაო დავალება მისცა, ბევრი
შრომისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა, შეასრულეს, მაგრამ მასწავლებელმა აღარ
შეამოწმა. რა თქმა უნდა, ამ ფორმას უარყოფითი შედეგი მოჰყვება, რადგან, დავალებას,
რომელიც გასწორდა, ბევრად უფრო დადებითი გავლენა აქვს მოსწავლის მოსწრებაზე.
ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოცულობა იყოს მცირე და
ის გასწორდეს, ვიდრე იყოს დიდი და არ გასწორდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ
მასწავლებელმა მისცეს უკუკავშირი შესრულებულ საშინაო დავალებაზე, აუცილებელი არ
არის ნიშანი დაუწეროს, აუხსნას რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა კარგად, ან
დაუწეროს კომენტარი. ყოველდღიურად გასწორებული დავალება ამაღლებს მოტივაციასა და
ეფექტიანობას. ისიც მისაღებია, რომ საშინაო დავალება იყოს ინდივიდუალური,
შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ზუსტი და მკაფიო ინსტრუქციით.
რას ფიქრობენ
მშობლები?
საშინაო დავალებების
მომზადებასთან დაკავშირებით მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა მოსაზრებები
გააჩნიათ. ერთნი ფიქრობენ, რომ დავალებების მომზადების პროცესში თუკი აქტიურად
იქნებიან ჩართულები და ერთობლივად მოამზადებენ დავალებებს, უკეთესი იქნება მათი
შვილისთვის. მშობლების სხვა ჯგუფი ფიქრობს, რომ თუკი თავისუფლებას მიანიჭებენ მათ
და არ ჩაერევიან მათ სწავლაში, ეს ბავშვის დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს. რაც
დადებითად იმოქმედებს მის განვითარებაზე. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, რომ
მშობლების ჩართულობა დავალებების შესრულებისას პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა
მიღწევებთან, თუმცა სხვადასხვა კვლევები, ადასტურებს, რომ გარემო, სადაც მოსწავლეს
უწევს მეცადინეობა, მის მიღწევებს აუმჯობესებს.
არიან
მშობლები, რომლებსაც საშინაო დავალებების რაოდენობაზე საკუთარი შეხედულებები აქვთ:
რაც მეტია – უკეთესი. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე მშობლის კომენტარი
ამოვიკითხე, რომელიც საშინაო დავალებების სიმცირეზე წუხდა და უნდობლობას უცხადებდა
სკოლას, მას ნამდვილად არ აკმაყოფილებდა ის, რომ ნასწავლი მასალის განმტკიცება
საკლასო ოთახში, გაკვეთილზევე ხდებოდა და საშინაო დავალებების სიმცირე სწორედ ამით
აიხსნებოდა.
რა როლი აქვს მშობელს
შვილის საშინაო დავალების შესრულებისას? უზრუნველყოს
მოსწავლე შესაბამისი გარემოთი, მისცეს მითითებები და დაეხმაროს, თუმცა დავალება
შვილის ნაცვლად არ უნდა შეასრულოს. ამითი მოსწავლე ზარმაცდება და უპასუხისმგებლო
ხდება. ხშირად მასწავლებელი და მშობელი სხვადასხვა ხერხით ასრულებინებენ
დავალებას, ამ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და იბნევა, ამიტომ მასწავლებელსა და
მშობელს ბავშვის წარმატებისთვისურთიერთშეთანხმებული მუშაობა მართებთ.
ყურადღება მინდა
გავამახვილო მშობელთა ჩართულობის როლზე მოსწავლეთა საშინაო დავალებების
მომზადებისას, როგორ და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში. ეს
სარეკომენდაციო ხასიათის ნაშრომი, თავის მხრივ, შესაძლებელია პედაგოგებმაც
გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას
მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.
მინდა შემოგთავაზოთ
ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს საშინაო
დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:
·პასუხისმგებლობა
თუ კი ბავშვს
გაცნობიერებული ექნება დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება, მას
პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება, მაგრამ სასურველია, ჯერ გამოვუმუშავოთ
გაკვეთილებისადმი, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა.
წესები და ვალდებულებები
აქ
მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს, პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო
ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.
სკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების
მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ბავშვს ,,ამოვასუნთქოთ, დავასვენოთ”, რათა
ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან ოჯახურ გარემოზე.
დავალებების შესრულებას დააწყებინეთ
მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული
დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად
თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ
გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და
ამოცანებით.
განათლების სპეციალისტებს, მშობლების მხრიდან
დიდ შეცდომად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის შეწყვეტა იმ მიზნით, როცა ვთხოვთ,
მაგალითად, მარკეტში ჩარბენას ან ნაგვის გადაყრას. სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა
არ არის რეკომენდებული!
ხშირ-ხშირად დაასვენეთ მოსწავლე! უფროსებიც კი
ვისვენებთ და ბუნებრივია ბავშვისთვის ეს აუცილებელიცაა. საშინაო დავალებების
მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა” და ,,შესვენებების”
მონაცვლეობით, როგორიც სკოლაშია, იმ განსხვავებით, რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული
არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მივცეთ მოძრაობის საშუალება,
არ დავუშალოთ შუალედში მიირთვან წვენი, ხილი.
სამუშაო სივრცის ორგანიზება
სასურველია
გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული,
მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა
კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ
ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით
სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.
ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად!
თუ კი
ვთანხმდებით იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა,
მაშინ ლოგიკურია მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი, არამედ
მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს ბავშვი და არა თქვენ.
·
დაეხმარეთ
მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს.
·
ხშირად, პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით
მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს, შედეგად ვიღებთ დაბნეულ
ბავშვს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების
მომზადებისას, კონსულტაცია გაიარეთ საგნის მასწავლებელთან.
·
წარმოიდგინეთ, რომ ერთად მიემგზავრებით რთულ მოგზაურობაში, რომლის
დროსაც მთავარი გმირი ის პატარა მამაცი მოგზაურია, რომლის თანმხლები პირი თქვენ
ხართ. მშობელი, ამ მოგზაურობაში დამკვირვებელი, მიმართულების მიმცემია, ეს
არანაკლებ საპასუხისმგებლოა, ვიდრე თავად დავალების შესრულება, ამიტომ უფროსებს
დასჭირდებათ მეტი გამძლეობა, ძალა და თავდაჯერებულობა წარმატებაში, ვიდრე მათ
პატარებს.
ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ!
ეცადეთ
ყოველთვის იგრძნოს ბავშვმა თქვენი სიყვარული, შეაქეთ ის, მოიწონეთ მისი
საქმიანობა, თუ კი ხარისხიანად და დროულად შეასრულა დავალება – ეს მატებს
მოსწავლეებში რწმენას საკუთარ თავში, რომელიც საბოლოო ჯამში მას მიზნის მიღწევაში
დაეხმარება. იმის ცოდნა, რომ ოჯახისათვის ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია,
მიუხედავად მისი მიღებული ქულებისა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მოლოდინები
ზემოქმედებენ ბავშვის ქცევებზე, ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით (MILLEZ,1975)
დამტკიცდა, რომ ის ბავშვი, ვისაც სისტემატურად აქებდნენ აკურატულობის,
პასუხისმგებლობის გამო, ცდილობდნენ გაემართლებინათ მოლოდინი და ყოფილიყვნენ
აკურატულები, კეთილები და დამჯერები. ნუ დაიშურებთ კეთილ, თბილ სიტყვებს
ბავშვებისათვის”. (პრაქტიკული ფსიქოლოგია, მანანა ნარგიზაშივლი, თბილისი 2011 ტ.1
გვ .78)
გამორიცხეთ ნეგატივი თქვენს სასაუბრო ლექსიკაში!
თუ მშობელი
თვლის ,რომ ,,ძვირფასს” დროს კარგავს, როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად
უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის ვარდება
განცდებში, რომელიც საბოლოოდ მის სწავლაზეც აისახება.
ეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები
როგორიცაა: ზარმაცი, უყურადღებო და ა.შ. ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,,დავიჯერო, არ
შეიძლებოდა ეს უფრო დროულად შეგესრულებინა?” ,, ამ დროისათვის ის… უფრო კარგად
გააკეთებდა”. არ შეადაროთ მისი ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას. დაიხსომეთ, ყველა
ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დააჩქარებთ მისი მუშაობის ტემპებს, ფსიქოლოგთა აზრით,
ეს იწვევს მათ ნერვოზულობას, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებაზე. თუ
თქვენ გადაწყვიტეთ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილს დავალებების მომზადებისას,
საჭიროა აღიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს
არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო
საშუალებად.
რა უნდა გააკეთოს
მასწავლებელმა საშინაო დავალების ეფექტურობისთვის? გაითვალისწინოს
რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის
პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც,
სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ. არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების
მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ
გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ. როჯერსის მოლოდინის თეორიის
მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის
ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ.
ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით იქცევიან. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ
მასწავლებლის მოლოდინის შესაბამისად. ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული
სამუშაოსთვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალი, დაბალი). ეცადეთ,
გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ
თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას.
ყოველ ახალ
დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი
ცნობისმოყვარეობის სურვილს. შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი
იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და
შეფასების პროცესში. ან დავალების შემოწმებისას ჩავატაროთ კვლევა, რა გაუჭირდათ,
რამდენ მოსწავლეს, რა კარგად შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ, რა ვერ შეასრულეს,
რამდენმა მოსწავლემ. ეს კი უფრო ნათლად დაგვანახებს, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. ან
რას შევცვლიდი გასაუმჯობესებლად.
საშინაო
დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და
ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის
შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება,
მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
ჯილდო, შექება,
რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ,
კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე,
რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება
ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე. ეს გრძელვადიანი სამუშაოა.
შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ, მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს
შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს. ამიტომ
უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი
ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი
კი – მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის, მშობლებთან და
თანატოლებთან ურთიერთობისთვის.
მასწავლებელს დიდი
ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ
მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და
მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. ეს შანსი რომ ხელიდან არ
გაუშვათ, ეცადეთ, შინ შესასრულებლად შეურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი
დაძლევენ.
შექება -განაპირობებს წარმატებას, აძლიერებეს მოსწავლის
თვითშეფასების უნარს, უნერგავს რწმენას და ზრდის მის კომპეტენციას. ნუ დაუწუნებთ
ნამუშევარს, უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების და მომავალში ის
აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
შემოწმება- ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, მისი
მეშვეობით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ.
სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს.
დაბოლოს, საერთაშორისო
საგანმანათლებლო კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია
ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უპასუხებს კვლევით გამოვლენილ
რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებს, უზრუნველყოფს საგნის სწავლების
სრულყოფას სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე. დავალებების მიცემა
გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა მარტო იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები
არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა,
რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს.
მასწავლებელმა
უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია
მათთვის და ის მხოლოდ თავისუფალი დროის შესავსებად არ არის მოგონილი.
მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული
ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში
იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას,
რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია, და
გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა
მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს
ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.
განხილული
საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების
სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა
გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.
ვფიქრობ, ზემოთ
გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და
პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან
ნეგატივის გამორიცხვა და სხვა) რომლებსაც განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები
გვათავაზობენ, დაგეხმარებათ მეტ-ნაკლებად გადაჭრათ აქტუალური პრობლემები.
თავი IV.
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1. დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
2. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები.
3. დაწყებითი კლასებში შემსვლელი პედაგოგები.
კვლევის
მეთოდები
მონაცემთა
შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
Ø გამოკითხვა –
აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს
საშინაო დავალებას მოსწავლისთვის? რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ
სამუშაოს ყოველდღიურად შესრულება?
Ø ანკეტირება –
მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და
მათი მშობლებისათვის, ასევე დაწყებითი კათედრის წევრებისათვის. კითხვები იყო
დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის
გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და
სანდოა.
Ø ინტერვიუ –
აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება
საშინაო დავალებისადმი.
Ø ფოკუსირებული
დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით
საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.
Ø
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების
დამუშავებისთვის გამოვიყენე.
2. კვლევის
ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
პრობლემის შერჩევა
|
Ø
|
||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
||
ინტერვიუ პედაგოგებთან და
მოსწავლეებთან
|
|
||
მეორადი მონაცემების შეგროვება
|
|
||
მეორადი მონაცემების ანალიზი
|
|
||
კითხვარების შედგენა, დამუშავება
|
|
||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
Ø
|
||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
|
||
ინტერვენციის განხორციელება
|
|
||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
||
პრეზენტაცია დაწყებითების
კათედრასთან, შედეგების გაცნობა
|
|
თავი V.
კვლევის
შედეგები
მონაცემთა ანალიზი
ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და
მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა პედაგოგთა და მოსწავლეთა
დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. ინტერვიუ ჩატარდა მეორე , მესამე,
მეოთხე, კლასის მოსწავლეებთან, (თითო
კლასიდან მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების 2–2 მოსწავლე).
ბავშვების შერჩევა მოხდა ამ კლასების დამრიგებლებთან ინტერვიუს საფუძველზე.
კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს
საფუძველზე – დაწყებითი კლასების დამრიგებლებთან და ამ კლასებში შემსვლელ
პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე წინასწარ მომზადებული
კითხვარი შევავსე. ამით შევძელი
შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
v მასწავლებლები რა სიხშირით აძლევენ მოსწავლეებს
წერით დავალებებს;
v მასწავლებლები
რა სიხშირით ასწორებენ მოსწავლეებისათვის მიცემულ საშინაო დავალებებს.
(დანართი
4 )
პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო
დამედგინა, მასწავლებლისთვის რა
ღირებულება აქვს საშინაო დავალებას, რომელიც მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა
პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების
გზები. გამოკითხვაში 7 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ
მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი უხალისოდ უდგება დავალებების შესრულებას (87%),
გამოკითხვამ
აჩვენა, რომ მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელთა 18%
ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს დავალება, არ იძლევა, 36% მასწავლებლებისა
ყოველთვის იძლევა ინსტრუქციას, 46% კი – ზოგჯერ
მოსწავლეთა მიერ შესრულებულ საშინაო
დავალებას ყოველთვის ასწორებს 48%, ზოგჯერ – 51%, ხოლო არასოდეს – 1%.
მასწავლებლების 56% მიიჩნევს, რომ
მათ მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული დავალება ზომიერია, მასწავლებელთა 33%–ის
აზრით – მცირეა, ხოლო მასწავლებელთა 11%–ს მიაჩნია, რომ ზომაზე მეტია.
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას
გამოვლინდა, რომ მშობლების უმეტესობა უარყოფითად აფასებდა იმ ფაქტს, რომ მათი
შვილები საჭიროზე მეტ დროს ანდომებდნენ საშინაო დავალების შესრულებას და ამ
საქმიანობას ისინი უხალისოდ ასრულებდნენ.
( დანართი 1 )
გამოკითხვის შედეგად საშინაო
დავალების შესრულებას დიდ დროს ანდომებს მოსწავლეთა 75%.
დიახ
– 75%
არა
– 25%
საშინაო დავალებას ხალისით მხოლოდ
მოსწავლეთა 24% ასრულებს.
დიახ
– 76%
არა
– 24%
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო I-IV
კლასის მოსწავლეების თითო მშობელმა . გამოკითხვაში მონაწილეობდა მდედრობითი სქესის
95%, ხოლო მამრობითი სქესის – 5%.
სქესი
მდედრობითი – 95%
მამრობითი
– 5%
აქედან
I-II კლასის მშობელი იყო 29 III-IV
კლასის – 27
I
– II კლასები – 29
III
– IV კლასები – 27
მშობლებს კითხვარები შევავსებინეთ
სკოლაში. შეგროვებული კითხვარების რაოდენობა მშობელთა მთლიანი რაოდენობის 98%–ია. მიმაჩნია, რომ
კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლის დამოკიდებულების გასაგებად საშინაო
დავალებასთან დაკავშირებით.
მშობლებმა ანონიმურად შეავსეს
ანკეტები. შედეგებიდან გამომდინარე ბავშვის რეჟიმის სწორ განაწილებაზე
პასუხისმგებელია: ოჯახი – 40%, დედა –53%, ბავშვი – 7%; ბავშვს გვიან დაძინება
უწევს: ბევრი დავალების გამო –33%, დროის არასწორად განაწილების გამო – 20%,
ტელეგადაცემის გამო – 47%; ბავშვი საშინაო დავალებას ვერ სწავლობს: მშობლის
დახმარების გარეშე – 52%, დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად – 8%, სჭირდება
მცირეოდენი მითითებები – 40%; მშობელს უწევს დავალების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ
მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 18%, ბავშვის უყურადღებობის
მიზეზით – 17%, დავალების სირთულის გამო – 53%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს –
12%; მშობლების 24% თვლის, რომ მშობელმა უნდა გადადოს ყველა საქმე და შვილთან
ერთად შეასრულოს დავალებები, მშობელთა 20%–ს მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩაერთვება
შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა შვილი, მშობელთა
56% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს შვილს
დავალების შესრულებაში. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბუკში
ჩატვირთული დავალებები მოსწონთ ბავშვებს (82%), შემდეგ – ზეპირი (13%), ყველაზე
ნაკლებად კი – წერითი დავალებები (5%).
ანკეტირება ჩავუტარე II-IV კლასის
მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახებში. (ანკეტირება ჩატარდა მშობლების
ანკეტირებამდე 1 საათით ადრე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად).
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა,
რომ მათი რეჟიმის სწორ განაწილებაზე პასუხისმგებელია: ოჯახი – 42%, დედა –55%, ბავშვი – 3%; გვიან
დაძინება უწევთ: ბევრი დავალების გამო –35%, დროის არასწორად განაწილების გამო –
13%, ტელეგადაცემის გამო –52%; საშინაო
დავალებას ვერ სწავლობს: მშობლის დახმარების გარეშე – 55%, დავალებას ასრულებს
დამოუკიდებლად – 10%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 35%; მშობელს უწევს
დავალების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს
სავარჯიშოზე – 20%, ბავშვის უყურადღებობის მიზეზით – 10%, დავალების სირთულის გამო
– 50%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს – 20%; ბავშვების 30% თვლის, რომ მშობელმა უნდა გადადოს ყველა
საქმე და შვილთან ერთად შეასრულოს დავალებები, მოსწავლეთა 13%–ს მიაჩნია, რომ რაც
ნაკლებად ჩაერთვება მშობელი შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას
მიეჩვევა თავად, მოსწავლეთა 57% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში
უნდა მიეხმაროს მშობელი დავალების შესრულებაში. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ
ყველაზე მეტად ბუკში ჩატვირთული დავალებები მოსწონთ ბავშვებს (89%), შემდეგ –
ზეპირი (7%), ყველაზე ნაკლებად კი – წერითი დავალებები (4%).
( დანართი 2 და 3 )
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე –
ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო
პროცესებს: II, III და IV კლასებში 2–2
გაკვეთილს, ხოლო I კლასში – 4 გაკვეთილს მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისადმი
მიცემული საშინაო დავალების ეფექტიანობის დასადგენად.
მეორადი მონაცემების ანალიზი – საშინაო
დავალების ნიმუშების გასაცნობად შევაგროვე დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ
მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალებები, რათა დამედგინა კონკრეტულად რა
მოცულობის და შინაარსის საშინაო დავალებებს აძლევდნენ პედაგოგები მოსწავლეებს.
საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ
მოსწავლეები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას, რომ საშინაო დავალების
შესრულებაზე დიდ დროს ხარჯავენ და რომ ურთულდებათ საშინაო დავალების შესრულება.
ასევე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ასწორებენ საშინაო დავალებას,
ან თუ ასწორებენ, არასისტემატიურად და არასრულყოფილად ხდება დავალების შემოწმება,
რაც იმის საფუძველი ხდება, რომ მოსწავლე ან ვერ ასრულებს საშინაო დავალებას, ან
უხარისხოდ ასრულებს. დავალების შეუმოწმებლობით ან არასრულყოფილად შემოწმებული
დავალების შემდეგ მოსწავლეს უქრება მოტივაცია. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების
გამო ვღებულობთ უხალისოდ და უხარისხოდ შესრულებულ საშინაო დავალებას. ასევე
გამოიკვეთა , რომ დახმარების მიზნიტ დავალებებს მშობლები აწერიებენ სახლში.
გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას
გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები არ აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის
საშინაო დავალების მიცემას.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება;
·
გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს
შორის;
·
მოსწავლისთვის საშინაო
დავალების მიცემის დროს საშინაო დავალების შესრულების ინსტრუქციის არმიცემა;
·
მოსწავლისთვის არასწორად
შერჩეული საშინაო დავალება (საშინაო დავალების შინაარსი, ზომა და ა. შ. ).
·
ხშირად მშობლებისთვისაც
გაუგებარია როგორ უნდა შესრულდეს საშინაო დავალება.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის 5 ვარიანტი:
·
დაწყებითი კლასის
მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა, სადაც დეტალურად იქნება საუბარი საშინაო
დავალების შესახებ. ასეთი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება
მიეცემათ განსაზღვრონ როგორი, რა სახის და რა დოზით მისცენ მოსწავლეებს საშინაო
დავალებები.
·
დაწყებითი კლასის
პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად
დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ,
შეჯერდნენ როგორ, რა სახით, რა დოზით მისცენ დავალებები მოსწავლეებს, რომ საშინაო
დავალება შესრულდეს ინტერესით, ხალისით და ხარისხიანად.
·
დაწყებითი კლასის
მასწავლებლების მიერ საშინაო დავალების მიცემის დროს იქნეს გაცემული საშინაო
დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციები და საშინაო დავალება დროულად და
სრულყოფილად იყოს შემოწმებული. მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს გაუადვილებს დავალების
შესრულებას და მათში გაზრდის მოტივაციას.
·
მასწავლებელთა გადამზადება
საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით.
·
მასწავლებლებსა და მშობლებს
შორის თანამშრომლობის გაღრმავება
განხორციელებული ცვლილებები
შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი
ცვლილებები:
1. დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის
ლიტერატურის გაცნობა –
პედაგოგები
გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემასთან
დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ისე –
ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების
მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს
მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის საშინაო დავალება, რომ მოსწავლემ ეს დავალება
ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
2. დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის
თანამშრომლობის გაღრმავება – პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა
ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის
გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის, როგორი საშინაო დავალებები გაიცემა
მოსწავლეებისთვის.
3. დაწყებითი კლასის პედაგოგები
მოსწავლეებისთვის დროულად გასცემენ საშინაო დავალების მიცემის დროს საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო
რეკომენდაციებს და დროულად და სრულყოფილად ახდენენ საშინაო დავალების შემოწმებას.
4. მასწავლებელთა გადამზადება საშინაო
დავალების მიცემასთან დაკავშირებით – დაწყებითი კლასების მასწავლებელთა
გადამზადების მასწავლებელთა ნაწილმა მოახერხა შეხვედრები ტრენერ-კონსულტანტაბთან,
მიიღეს მითითებები და გაუზიარეს ინფორმაციები თანამშრომლებს.
5. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის
თანამშრომლობის გაღრმავება – დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან
შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა დეტალურად ესაუბრეს მშობლებს საშინაო დავალების
რაობის შესახებ და მისცეს მათ რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ შვილების
დავალების შესრულების პროცესში.
თავი VI.
რეკომენდაციები
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ
ისეთი დავალებები, რომლის მსგავსი სავარჯიშოებიც მათ უკვე კლასში შეასრულეს,
მასწავლებლებმა საშინაო დავალების მიცემის დროს გასცეს შესაბამისი ინსტრუქცია და
დროულად და სრულყოფილად შეამოწმოს საშინაო დავალება.
2. საშინაო დავალების მიცემის დროს
მასწავლებელმა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და
დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გაითვალისწინოს,
რათა მიაღწიოს შედეგს. ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა
აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ საშინაო
დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი
გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა,
თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
3. მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს
საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო
მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია.
4. საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება
როგორც პედაგოგებს, ისე პედაგოგებსა და მშობლებს შორის:
Ø თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს
შორის
Ø ( შემუშავდეს I
– IV კლასის მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი.)
Ø თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა
და მშობლებს შორის ( შემუშავდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის
I –I Vკლასის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი.)
Ø I – IV კლასის პედაგოგები გაეცნონ ლიტერატურას
საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით.
ინტერვენციის შეფასება
შეფასების
მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
·
რამდენად ეფექტურია კვლევის
მიერ შემუშავებული საშინაო დავალების მიცემა მოსწავლისათვის.
·
დაეხმარება თუ არა
მოსწავლეს ამგვარად მიცემული საშინაო დავალებები დავალების ხარისხიანად და ხალისით
შესრულებაში.
·
მასწავლებელთა გადამზადება
და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა დაწყებითი კლასის პედაგოგებს
მოსწავლისათვის საშინაო დავალების სწორად მიცემაში?
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების
კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე
მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების
გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ
საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული
ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე
(თითოეული მასწავლებლის 2–2 გაკვეთილი). აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ
გაცემული უკუკავშირი ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე
კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად
ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია
აქვთ იმასთან დაკავშირებით, მათმა შვილებმა როგორ უნდა შეასრულონ საშინაო
დავალება.
ჩავატარე ინტერვენცია პედაგოგებს შორის.
ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მშობელთა უკმაყოფილებამ, რომ მათ
შვილებს უჭირდათ დავალებების შესრულება და ამ პროცესს დიდ დროს ანდომებდნენ,
საგრძნობლად იკლო.
თავი
VII.
დასკვნა
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია
გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლისთვის არასწორად მიცემული საშინაო დავალების
მიცემით გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
·
პედაგოგთა შორის
ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
·
პედაგოგთა და მშობელთა შორის
ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
·
მასწავლებელთა მიერ
მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემის დროს დავალების შესრულების
ინსტრუქციის არქონა;
·
საშინაო დავალების
შეუმოწმებლობა ან არადროული და არასრულყოფილი შემოწმება.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა
გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი
უმრავლესობა შედეგიანი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის
დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა – დაწყებით კლასებში (განსაკუთრებით I
კლასში) არის თუ არა საჭირო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემა?
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ
დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. http:/www.mastsavlebeli.ge/
2. ,,სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“
თბილისი. 2004.
3. ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები
საქართველოში“ ი.კუტალაძე. 2012.
დანართები:
დანართი
1 – კითხვარი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული
ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o მდედრობითი
o მამრობითი
2. რომელი კლასის მოსწავლის მშობელი ხართ?
o I – II
o III – IV
3. საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი
შვილი საშინაო დავალების შესრულებას?
o დიახ
o არა
4. ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი
საშინაო დავალებას?
o დიახ
o არა
დანართი 2 – ანკეტა დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის
მონაწილეობაძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული
ინფორმაციაანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის
რეჟიმის სწორ განაწილებაზე?
ა) ოჯახი
ბ) დედა გ) ბავშვი
2. რატომ
უწევთ ბავშვებს გვიან დაძინება?
ა) ბევრი დავალების გამო ბ)
დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო
3. თქვენი
შვილი საშინაო დავალებებს...
ა) ვერ
სწავლობს თქვენი დახმარების
გარეშე
ბ)
ასრულებს სრულიად დამოუკიდებლად
გ)
სჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. თქვენ
გიწევთ დავალებების ახლიდან
ახსნა იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი
მსგავს სავარჯიშოებზე
ბ) ბავშვის
უყურადღებობის მიზეზით
გ) დავალება რთულია და არ შეესაბამება ბავშვის
შესაძლებლობებს
დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მიწევს
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ბავშვის დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მიუჯდეს შვილს და თვალყური
ადევნოს დავალებისმომზადებას
ბ)
რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას ასწავლის შვილს
გ) დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში, ენდოს, მაგრამ
პერიოდულადაკონტროლოს
6. რა სახის დავალებების შესრულება უხარიათ
ბავშვებს ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების;
ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
გ)
ბუკში ჩატვირთული დავალებების
7. დაწერეთ
თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
დანართი 3 – ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლისის
მონაწილეობაძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული
ინფორმაციაანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა) ოჯახი
ბ) დედა გ) მე
2. გვიან ვიძინებ...
ა)
ბევრი დავალების გამო
ბ)
დროის არასწორი განაწილების გამო
გ) ტელეგადაცემების გამო
3.საშინაო
დავალებებს...
ა) ვერ
ვასრულებ მშობლების დახმარების
გარეშე
ბ)
ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
გ)
მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები დავალებებს ახლიდან
მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს
მსგავს სავარჯიშოებზე
ბ) ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ
გ) დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მომიჯდეს და თვალყური ადევნოს ჩემი
დავალებისმომზადებას
ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ
დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ) უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში.
6. რა სახის დავალებების შესრულება მიხარია
ყველაზე მეტად?
ა)
წერითი დავალებების;
ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
გ)
ბუკში ჩატვირთული დავალებების
7. დაწერეთ
თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
დანართი 4 – ანკეტა დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
არასწორად მიცემული საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც
მასწავლებლისმონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებულიინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და
გვარის მითითება.
1. ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენს
მიერ მიცემულ დავალებებს?
1. დიახ
2. არა
2. საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ
არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?
1. არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას
2. ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
3. ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას
3. ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას?
1. არასოდეს ვასწორებ
2. ყოველთვის ვასწორებ
3. ზოგჯერ ვასწორებ
4. როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული
დავალება:
1. ზომიერია
2. დიდი მოცულობისაა
3. მცირე მოცულობისაა
5. დაწერეთ
თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
კვლევის
შედეგების გაზიარების
რეფლექსია
ჩემს მიერ განხორცილებული პედაგოგიური პრაქტიკული
კვლევვის ,,მოსწავლისთვის მიცემული საშინაო დავალებით გამოწვეული
პრობლემები და გაუმჯობესების გზები“ შესრულების
შედეგების გაზიარების მიზნით გავმართეთ შეხვედრა კვლევის სამიზნე ჯგუფთან: 1. სკოლის I, II, III, IV კლასის მოსწავლეები
. 2. სკოლის
მასწავლებლები,
რომლებიც
ასწავლიან
I, II, III, IV კლასებში. 3. I, II, III, IVკლასის მოსწავლეთა მშობლები. შეხვედრას დაესწრო 7 მასწავლებელი, 56 მოსწავლე და 52 მშობელი.
ვუჩვენე
პრეზენტაცია,
სადაც
დეტალურად
განვიხილეთ
კვლევის
ეტაპები:
მეთოდები,
ინტერვენციები,
კვლევის
მიგნებები,
რეკომენდაციები,
დასკვნა.
შედეგები
წარვუდგინე
როგორც
კოდირებული
მონაცემებით,
ისე
ცხრილებისა
და
დიაგრამების
სახით,
ღია
კითხვები
მოვიყვანი
ფაქტი,
ციტატა
კომენტარის
სახით.
პირველ
რიგში
ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო
მოსწავლეთა
უკუკავშირი:
ისინი
ამბობდნენ
რომ
მოეწონათ
კვლევა,
უფრო
მეტი
ინფორმაცია
მიიღეს
საშინაო
დავალების
მნიშვნელობის
შესახებ,
აღნიშნეს
რომ
ჩატარებული
კვლევა
ძალიან
დაეხმარათ
საშინაო
დავალების
კარგად
შესრულებაში.
ასევე
აღნიშნავდნენ
რომ
საგრძნობლად
გაუუმჯობესდათ
გარემო
დავალების
შესასრულებლად.
მშობლებიც
ერთხმად
აღნიშნავდნენ
რომ
კვლევა
მოეწონათ,
კვლევის
შედეგები
აისახა
მათი
შვილების
მოტივაციაზე,
საგრძნობლად
დაეხმარათ
შეექმნათ
მათვის
საშინაო
დავალების
შესასრულებლად
ეფექტური
გარემო.
აღნიშნეს
რომ
მიესალმებიან
მსგავსი
კვლევების
ჩატარებას.
მასწავლებლებმა
ერთხმად
აღნიშნეს,
რომ
ჩვენი
შრომისმოყვარეობა
და
საქმისადმი
მაღალი
პასუხისმგებლობის
გრძნობა
კვლევის
შედეგებზეც
აისახა,
რომელმაც
ძალიან
დიდი
მოწონება
დაიმსახურა
მათ
შორის,
აღნიშნეს,
რომ
კვლევა
ძალიან
კარგი
იყო,
ეხებოდა
მათთვის
აქტუალურ
თემას,
იყო
დროული
და
საგრძნობლად
დაეხმარათ
უკვე
სასწავლო
პროცესის
ეფექტურობის
გაზრდაში.
მომავალში
იმედი
გამოთქვეს,
რომ
კვლევის
მიგნებების
და
რეკომენდაციების
გათვალისწინება
კიდევ
უფრო
მეტად
შეუწყობს
ხელს
მოსწავლეთა
მოტივაციის
ამაღლებას
და
საშინაო
დავალებების
მიმართ
პასუხისმგებლობის
გაზრდას.განსაკუთრებით
პრობლემურია პირველი კლასი , მათი საშინაო დავალებების კვლევა ცალკე საკითხად უნდა
განვიხილოთ.
მასწავლებლების მიერ მოცემული
უკუკავშირიდან
ჩანდა
თუ
როგორ
აისახა
კვლევის
შედეგები
მათ
პრაქტიკაში,
ჩემთვის
ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო,
რადგან
ისინი
ერთხმად
აღნიშნავდნენ,
რომ
კვლევა
დროული
იყო,
ეხებოდა
ყველასთვის
აქტუალურ
თემას
და
გამოადგათ
პრაქტიკის
გაუმჯობესებაში
ეს
ჩემთვის
დიდი
სტიმულის
მომცემი
იყო.
კვლევის
დროს
მიღებულმა
გამოცდილებამ
და
მათმა
პრაქტიკაში
განხორცილებამ
ხელი
შემიწყო
გამეზარდა
მოსწავლეთა
დაინტერესება
საშინაო
დავალებით,
შესაბამისად
გამეუმჯობესებინა
აკადემიური
მოსწრებაც.
ვფიქრობ,
კვლევის
დროს
შეძენილი
ცოდნა
და
გამოცდილება
დამეხმარება
მომავალშიც
ვიმუშაო
კვლევაზე
საკუთარი
და
თანამშრომლების
პედაგოგიური
პრაქტიკის
გაუმჯობესების
მიზნით
და
სასწავლო
გარემოს
ეფექტიანობის
გაზრდისთვის.
მუშაობის
პერიოდში მქონდა შეფერხებები შეხვედრებთან დაკავშირებით, მე წინასწარ ყველას დაველაპარაკე
და საორგანიზაციო საკითხები მერე გადავწყვიტე. დამჭირდა შეთანხმება დირექტორთან გაკვეთილებზე
დასწრების ნებართვის მისაღებად. საკმაოდ რთული იყო პირველკასელებთან ამ საკითხებზე
მუშაობა, მაგრამ ბევრი შეხვედრებით და კონკრეტული
აქტივობების გამოყენებით საბოლოოდ ისინი ყველაზე კარგი რესპოდენტები აღმოჩნდნენ. ბავშვები შეულამაზენლად, გულახდილად საუბრობდნენ
დავალებების შესახებ. მე ვფიქრობ საშინაო დავალება დაწყებით კლასებში მართლაც პრობლემაა,
რომლის კვლევა ჩემი მხრიდან დროული იყო ჩემი მუშაობის წარმატებისათვის. კვლევის მიგნებებს
ყოველთვის გავითვალისწინებ.
სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
მერჯევის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასის მასწავლებელი თამარ კურცხალია
No comments:
Post a Comment