ინტეგრირებული
სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის მთავარი თემა
|
,,სათამაშოები და სასწავლო
ნივთები“.
|
სწავლების საფეხური
საგანი და მასწავლებელი
|
პირველი კლასი
ქართული, ხელოვნება-თამარ კურცხალია
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
11
სსსმ მოსწავლე არ გვყავს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ
შეძლოს
მარტივი, ლოგიკური ოპერაციების თანდათანობით დაუფლება, საგანთა დიფერენცირება და
კატეგორიზაცია.
მონაწილეობა
როლურ თამაშებში.
ქართ. I. 1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება
ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასრულებს მასწავლებლის მარტივ
ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე
და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს
სიტყვაში;
·
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
ქართ. I. 4. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო
ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ბუკი, სახელმძღვანელო. სათამაშოები,
სასწავლო ნივთები.
სამუშაო ფურცლები. საზერწი მიწა.
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა1.(2წთ)
მიზანი-მოსწავლეებს შევუქმნა ხალისიანი განწყობა.
აღწერა: გაკვეთილის
დასაწყისში ვსვავ კითხვას ,,რომელი სათამაშო გვიყვარს ძალიან?“ დასახელებულ
სათამაშოების სახელს ვწერ დაფაზე.
აქტივობა-2-(5წთ)
მიზანი- მოსწავლემ შეძლოს ნივთების აღწერა ,
დახასიათება , გამოცნობა.
აღწერა:
წინასწარ მომზადებული მაქვს
სათამაშოები და სასწავლო ნივთები. ბავშვები ირჩევენ სასურველს, ათვალიერებენ,
დეტალურად აღწერენ.
მოსწავლე არ ასახელებს ნივთს, იწყებს მის აღწერას, გადმოსცემს თავის
დამოკიდებულებას. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ ეს ნივთი და დაასახელონ. არკვევენ
სათამაშოა თუ სასწავლო ნივთი.
აქტივობა
3 (5წთ)
მიზანი-
მოახდინონ საგანთა დიფერენცირება და კატეგორიზაცია.
აღწერა: მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული სავარჯიშო
ილუსტრაცია. მოსწავლეები ახდენენ
საგანთა დიფერენცირებას-წითელი ფანქრით შემოხაზავენ სასწავლო ნივთებს,
ლურჯით-სათამაშოები. მსჯელობენ , თუ რატომ დააჯგუფეს საგნები ასე. ნამუშევრებს
ვაკრავთ კედელზე.
აქტივობა
4(2წთ)
მიზანი-წუთშესვენება
აღწერა:
ვისმენთ სიმღერას ,,ქართული ანბანი“.
აქტივობა 5(10წთ)
მიზანი- მოსწავლეებმა მოუსმინონ ლექსს, შეძლონ როლის მორგება და გათავისება.
აღწერა: მასწავლებელი
კლასს უკითხავს ნ. დუმბაძის ლექსს ,,მანანა და ლალი“. შემდეგ იმართება ამ
ტექსტის ინსცენირება. მოსწავლეები მსჯელობენ გოგონების საქციელზე. იხსენებენ
მსგავს სიტუაციებს თავისი ცხოვრებიდან.
აქტივობა 6 (10წთ)
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გაიხსენოს ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული
გამოცდილება სათამაშოების შესახებ.
აღწერა: საძერწი
მიწის გამოყენებით ამზადებენ სასურველ სათამაშოებს. ახდენენ მის წარდგენას
კლასის წინაშე.
დამზადებულ სათამაშოებს ვფენთ თვალსაჩინო ადგილზე.
აქტივობა 7 (2წთ)
მიზანი- მოსწავლემ შეძლოს , შეაჯამოს და შეაფასოს გაკვეთილი.
აღწერა: ივსება ,,წარმატების ხე“
წარმატების ხე – ყველა ფოთოლს აქვს სხვადასხვა ფერი: მწვანე – ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყვითელი – სირთულეები შემექმნა, წითელი – ბევრი შეცდომა დავუშვი. თითოეული მოსწავლე ხეს შესაბამისი ფოთლით რთავს.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: თამარი კურცხალია
პირადი ნომერი: 38001028886
საგანი: ქართული,
მედიაწიგნიერება
კლასი/საფეხური: 1 კლასი, დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა: 11
გაკვეთილის თემა: ასო-ბგერ ა ,,შ“ გაცნობა
გაკვეთილის მიზანი:
ნაცნობი ასო-ბგერების გახსენება, მარცვლების
წაკითხვა, სიტყვების გამთლიანება.
შეძლონ არეული სიტყვებით წინადადებების
შედგენა.
უყურონ ვიდეოს და გასცონ კითხვებს
პასუხი. განივითარონ მეტყველება ,გაიმდიდრონ
ლექსიკური მარაგი.
გამოიმუშაონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის
უნარი.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავო გეგმის მოთხოვნებთან.
ü
გაკვეთილის თემა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დაწყებითი
საფეხურისთვის გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას.
ü
სასწავლო თემა შეესაბამება პირველი კლასის 2019-20 სასწავლო წლის თემატურ-კალენდარული გეგმით განსაზღვრულ
პერიოდს.
#
|
აქტივობის მიზანი და
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა
1
პირველი ფაზა: გამოწვევა
აქტივობის მიზანი:
წინასწარ
შედგენილი გეგმის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ
აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების
რუბრიკებს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, მათთვის გასაგებ ენაზე.
|
შემამზადებელი აქტივობა
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე
დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი და აქტივობები, შეფასების რუბრიკები.
|
1წთ
|
2
|
აქტივობა
2. წინარე ცოდნა .
აქტივობის აღწერა- ნასწავლი ასო-ბგერების გახსენება:
რამდენი ასო-ბგერა შევისწავლეთ?
რომელი ასო-ბგერა შევისწავლეთ ბოლოს?
ხმოვანია თუ თანხმოვანი?
რამდენი ხმოვანი გვაქვს სულ?
თანხმოვანი?
რა განსხვავებაა ასოსა და ბგერას შორის?
აქტივობა 3
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა გამოწვევა
და თემისადმი ინტერესის გაღვივება.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე ვაკრავ ფორმატს სადაც ნაცნობი ასოებისგან შემდგარი სიტყვები და მარცვლებია. მე ვუჩვენე
ბ თითოეულ სიტყვას, მარცვალს და ვკითხულობ ან სწორად ან შეცდომით. მოსწავლეებს ვთხოვ
მოიმარჯვონ თავისი ორფერიანი ,,შუქნიშნები“ და სწორად წაკითხვის შემთხვევაში მაჩვენონ
მწვანე ფერი , შეცდომის დროს წითელი.
რა შეცდომა დავუშვი?
ხომ ვერ გაასწორებ?
მარცვლებში შერეული მაქვს ახალი ასო შ. საინტერესოა ხომ არავინ ცნობს წინასწარ. |
კითხვა-პასუხი
ფრონტალური გამოხმაურება (წითელი და მწვანე ბარათებით)
მასწავლებლის შეკითხვებზე.
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
დაფა, ფორმატზე დაწერილი
მარცვლები, სიტყვები
|
3 წთ
5წთ
|
3
|
აქტივობა 4
აქტივობის მიზანი: განტვირთვა
გთხოვთ დაასახელოთ ფრინველები.
ვისმენ ყველას პასუხს.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
2წთ
|
|
4
|
აქტივობა 5
აქტივობის მიზანი:
ახალი ასო-ბგერის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე ვაკრავ შოშიას
სურათს.
სურათის ქვეშ წარწერა
დამალულია.
ხომ ვერ იცანით რომელი
ფრინველია? თუ პასუხი არ დასახელდა მე ვამბობ.
აბა გამოიცანით რა
ეწერება სურათის დაბლა?
ვკითხულობთ ერთად.
|
საერთო საკლასო
|
დაფა, შოშიას სურათი
|
3წთ
|
|
5
|
აქტივობა 6
აქტივობის მიზანი: დამატებითი ინფორმაცია შოშიაზე.
აქტივობის აღწერა: მოუსმინონ
ვიდეოს და შეძლონ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა.
რა
დაემართა შოშიას?
რომელ ხეს თხოვა დახმარება პირველად?
მეორედ? რატომ
ვერ შეძლო მუხამ დახმარება?
რომელი ხე
დაეხმარა შოშიას?
როგორ შეძლო
ნაძვმა დახმარება?
|
ანალიზის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
იუთუბზე განთავსებული ზღაპარი
,,შოშია’’.
|
7წთ
|
6
|
აქტივობა 7
აქტივობის მიზანი: ტექსტის კითხვა
აქტივობის აღწერა:
ვიწყებთ ტექსტის ერთობლივ კითხვას.
|
ერთობლივი კითხვა
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ფორმატზე დაწერილი ტექსტი.
|
6წთ
|
7
|
აქტივობა 8.
აქტივობის მიზანი: შეძლონ
არეული სიტყვებით წინადადებების შედგენა.
აქტივობის აღწერა: ვაძლევ ინსტრუქტაჟს: ვახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს
და განუმარტავ დავალებას. ბავშვებო, თქვენ დაგირიგდებათ არეული სიტყვები. თქვენი
დავალებაა ამ სიტყვებით შეადგინოთ წინადადებები.
საჭირო შემთხვევაში ვეხმარები ჯგუფებს.
ჯგუფები კითხულობენ მიღებულ წინადადებებს.
ეს შოშიაა. შოშიას შია. მაშოს
შოშიას ხმა შემოესმა.
|
წინადაებების აწყობა.
|
ჯგუფური მუშაობა
|
დაჭრილი სიტყვები.
|
6წთ
|
აქტივობა 9
აქტივობის მიზანი-გაკვეთილის შეჯამება- შეფასება.
აქტივობის აღწერა- რა ვისწავლეთ დღეს?
რას გაიხსენებდით ვიდეოდან?
მოსწავლეები ფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით.
|
საერთო საკლასო
|
2წთ
|
ე.ს.გ-ის სტანდარტი,
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
ქართ.
I. 1.
მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად
რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
●
ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ.
I. 2.
მოსწავლეს
შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
●
წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ.
I. 4.
●
ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა
თანამიმდევრობის მიხედვით;
მიმართულება:
კითხვა
ქართ.
I. 7.
მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
●
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
ქართ.
I. 8.
●
მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის,
მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
●
დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას;
●
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა
|
არის ყურადღებიანი. უსმენს მასწავლებელს და მეგობრებს. გამოთქვამს საკუთარ
აზრს.
|
არის ყურადღებიანი, უსმენს მასწავლებელს და მეგობრებს.
|
არ შეუძლია მოსმენა, ვერ ისვენებს.
|
აზრის გამომეტყველებით გადმოცემა და მსჯელობა
|
თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს
|
გადმოსცემს გარკვეულ ფაქტებსა და მოვლენებს
|
ვერ გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
|
ტექსტის კითხვა
|
ცნობს ყველა ასო-ბგერას და კითხულობს მარცვლებს, სიტყვებს.
|
ცნობს ასო-ბგერებს. კითხულობს მარცვლებს, ვერ იმეორებს სიტყვებს.
|
ვერ ცნობს ასო-ბგერებს, უჭირს კითხვა.
|
გაკვეთილის რეფლექსია
სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას
აზლევს გაიაქტიურონ ცოდნა, შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევები რაც 21-ე საუკუნის
ახალგაზრდისთვისაა საჭირო. გაამთლიანონ ხსვადასხვა აქტივობებიდან მიღებული ცოდნა. ყველაფერი ეს
კი სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის. სწორედ ამიტომ დავგეგმე ასო-ბგერა ,,შ“-ს გაცნობა
მედიაწიგნიერების ელემენტების გამოყენებით.
გაკვეთილმა სრულიად მოიცვა ეროვნული სასწავლო
გეგმის ყველა შედეგი და ინდიკატორი. გაკვეთილის დასაწყსში ბავშვებს მათთვის გასაგებ
ენაზე გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენე კითხვა-პასუხის მეთოდი, დაასახელეს
შესწავლილი ასო-ბგერები, ისაუბრეს ხმოვნებსა და თანხმოვნებზე, განმარტეს ასოსა და
ბგერის სხვაობა. შემდეგი აქტივობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, მე ამ
აქტივობით მოსწავლეთა ცოდნის დონე კარგად გადავამოწმე.
ახალი ასოს გაცნობის შემდეგ
გამოვიყენე იუთუბის ზღაპარი ,,შოშია“. დამატებითი ინფორმაციის მიღებით
ბავშვებმა ისაუბრეს ხეებზე, დაინახეს განსხვავება მუხასა და ნაძვს შორის. იპოვეს მიზეზი
იმისა თუ რატომ ვერ დაეხმარა მუხა შოშიას. ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა
იაზროვნონ გონივრულად.
შემდეგი აქტივობით მოვახერხე ბავშვებს
ემუშავნათ ჯგუფურად და აეწყოთ წინადადებები. ამ აქტივობასაც წარჩინებით გაართვეს
თავი.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, ყველა
დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე, მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე, აქედან
გამომდინარე ვთვლი , რომ მიზანს მივაღწიე. ამ გაკვეთილის შემდეგ, კიდევ შევეცდები
დავგეგმო ამ ტიპის გაკვეთილები
სხვადასხვა საგნებში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლაც საინტერესო და
სასარგებლოა ამ ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის. კოლეგებმაც
გამოთქვეს სურვილი, თვითონაც დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავსი გაკვეთილები.
ამ გაკვეთილზე სასწავლო პროცესი გახდა უფრო მეტად
ინტერაქტიური. შემდეგ ფაზებზეც მოსწავლეთა ინტერესი არ
განელებულა. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სწორად დაგეგმილი
აქტივობები, მიზანთან და შედეგთან შესაბამისი, ეფექტურ სასწავლო
პროცესს განაპირობებს.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვაანალიზებ რა ჩატარებულ გაკვეთილს, ვერ
გამოვყოფ წარმატებულ აქტივობას და წარუმატებელს. ყველა
საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა.
სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
(მათემატიკა პრობლემაზე ორიენტირებული)
მასწავლებლისსახელი,გვარი,პირადი
ნომერი: თამარი კურცხალია(38001028886)
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური:
I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
11
გაკვეთილის თემა:
რიცხვების დაწყვილება შედარებისთვის
გაკვეთილის მიზანი:
Ø მოსწავლეები
გაიმეორებენ შესწავლილ საკითხებს.
Ø მოსწავლეები
განიმტკიცებენ ცოდნას.
Ø მოსწავლეები
გამოიმუშავებენ პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევებს.
მოსწავლემ შეძლოს ,შეადაროს საგანთა ორი გროვა დაწყვილების
საშუალებით.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წუთი)
|
1
|
გაკვეთილის მიზნისა შეფასების რუბრიკების გაცნობა
|
|
მთელი კლასი
|
|
2 წთ
|
2
|
ცნებების,,მეტია“, ,,ნაკლებია“ გახსენება.
მაგნიტურ დაფაზე ვახდენთ სხვადასხვა გროვების შედარებას.
1)ვადარებთ
5-მდე რაოდენობის გროვებს, ვიყენებთ გადათვლის პრინციპს.
2)ვადარებთ თვალით ადვილად შესამჩნევ გროვებს მეტი-ნაკლებობის დასადეგენად.
მაგალითად ვდებთ 25 წითელ რგოლს მარცხნივ და 5 ლურჯ რგოლს მარჯვნივ.
ეს დავალებები ადვილად აღქმადია მოსწავლეებისათვის.
ყურადღებას ვუთმობთ დაფაზე დაწყობილი გროვების შესაბამისობის სწორად
წაკითხვას.
|
დიდაქტიკური თამაში
|
მთელი კლასი
|
მაგნიტური დაფა. ფერადი მაგნიტური ფიგურები.
მეტ-ნაკლებობის ნიშნები.
|
10წთ
|
3
|
წუთშესვენება
|
|
მთელი კლასი
|
ვყვებით სახალისო ლექსს
|
2წთ
|
4
|
დაფაზე ვდებ 23 ლურჯ და 26 წითელ მაგნიტურ წრეს.
თვალით შედარება შეუძლებელია. იქმნება პრობლემური სიტუაცია, არსებული
ცოდნა საკმარისი არაა პასუხის გასაცემად.
მოსწავლეებს ვთავაზობ დავაწყვილოთ
ფიგურები. პირველ ნიმუშს მე ვასრულებ და ვამბობ ,,ერთი ლურჯი,ერთი წითელი“, ვთხოვ
გაგრძელებას, რიგრიგობით გამომყავს მოსწავლეები და ვაწყვილებთ. დაუწყვილებელი დარჩა
წითლები. რომელი ყოფილა მეტი?
გროვები ბრუნდება თავის პირვანდელ ადგილზე და ვთხოვ ჩასვან მეტ-ნაკლებობის
ნიშანი.
|
დაწყვილება
|
მთელი კლასი
|
მაგნიტური დაფა, ფერადი მაგნიტური ფიგურები
|
10წთ
|
|
5
|
წყვილებს ურიგდებათ სხვადასხვა რაოდენობის ფერადი ფიგურები, ვთხოვ მოახდინონ
დაწყვილება და მერე შედარება.
|
|
წყვილებში მუშაობა
|
ფერადი ფიგურები, მეტ-ნაკლებობის ნიშანი
|
8წთ
|
6
|
გაკვეთილის შეჯამება -შეფასება.
|
|
|
რა ვისწავლეთ დღეს?
მოდით დავწყვილდეთ
|
3წთ
|
გაკვეთილის შედეგი
და შესაბამისობა სტანდარტთან:
მათ.I.1.
მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით.
·
გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობის
ჯგუფებს გროვაში(მაგალითად გამოყოფს ათეულს გროვაში).
მათ.I.
3. მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა ,რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების
მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
·
სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და
შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგ. „დავუმატოთ“,“ მოვაკლოთ“, მიმატება-გამოკლება,
განცალკავება,განსხვავება).
მათ.I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება
და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში,
იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს(<,>,=) და განსაზღვრაბს განსხვავებას
(,,რამდენით მეტი/ნაკლები?“)
შეფასება:
შეფასებას ვახდენ განმავითარებელი
შეფასების მეთოდებით-უკუკავშირითა და დაკვირვებით, აქვე ვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას
წყვილებში მუშაობისთვის:
შეფასების კრიტერიუმები წყვილებში მუშაობისთვის
N
|
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
ძალიან
კარგი
|
1
|
გამოთქვქმს
საკუთარ აზრს და ასაბუთებს
|
ხარვეზებით
ახდენენ გროვების დაწყვილებას.
ვერ
აბრუნებენ გროვებს და ვერ ადარებენ მათ.
|
მცირე
ხარვეზებით ახდენენ გროვების დაწყვილებას.
აბრუნებენ
გროვებს და ადარებენ მათ. იყენებენ მეტ-ნაკლებობის
ნიშანს.
|
ახდენენ
გროვების დაწყვილებას.
აბრუნებენ
გროვებს და ადარებენ მათ. იყენებენ მეტ-ნაკლებობის
ნიშანს.
|
სანიმუშოდ
ახდენენ გროვების დაწყვილებას.
აბრუნებენ
გროვებს და ადარებენ მათ. სწორად იყენებენ მეტ-ნაკლებობის ნიშანს.
|
2
|
იცავს
მუშაობის წესებს
|
არ
მუშაობენ ერთად.
|
არ
უსმენენ ერთმანეთს,აზრს შეჯერებისას მოუდით უთანხმოება.
|
კარგად
აქვთ გადანაწილებული სამუშაო,უსმენენ ერთმანეთს და აზრის შეჯერებისას მოუდით მცირე
უთანხმოება.
|
სანიმუშოთ
აქვთ გადანაწილებული სამუშაო,ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს და აჯერებენ საერთო აზრს.
|
3
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
ვერ
ფლობს დროის ლიმიტს,დადგენილ დოში უჭირს მოცემული დავალების შესრულება
|
დადგენილ
დოში უჭირს მოცემული დავალების შესრულება
|
დროის
მცირე გადაცილებით ასრულებს მიცემულ დავალებას
|
დადგენილ
დროში ასრულებს მიცემულ დავალებას.
|
პრობლემაზე ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
25 ოქტომბერს ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი მათემატიკაში პირველ კლასში. გაკვეთილის თემა იყო: ,,დაწყვილება მეტ-ნაკლებობის
დადგენისათვის“.
წინარე ცოდნის გააქტურებისათვის გამოვიყენე მაგნიტური
დაფა. მოვახდინეთ სხვადასხვა გროვების შედარება.
შევადარეთ 5-მდე რაოდენობის
გროვები,გამოვიყენეთ გადათვლის პრინციპი. ამ დავალების შესრულება არ უჭირთ ბავშვებს.
შემდეგი აქტივობა
თვალით გროვების შედარება იყო. ვადარებთ თვალით
ადვილად შესამჩნევ გროვებს მეტ-ნაკლებობის დასადგენად. მაგალითად 25 წითელი რგოლი მარცხნივ და 5 ლურჯი რგოლი მარჯვნივ.
ასეთი დავალებები სახალისო და ადვილად გასაგებია .
ეს დავალებები ადვილად აღქმადია მოსწავლეებისათვის.
ყურადღებას ვუთმობთ დაფაზე დაწყობილი გროვების შესაბამისობის
სწორად წაკითხვას. ვუთითებდი იმ ობიექტებზე რომლებზედაც ვსაუბრობდი, იგივეს ვთხოვდი
ბავშვებსაც. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის მეტ-ნაკლებობის ნიშანი სწორად დაედოთ
და სწორად წაეკითხათ.
წუთსეშვენების
შემდეგ მივედით პრობლემურ სიტუაციამდე. დაფაზე ვდებ 23 ლურჯ და 26 წითელ მაგნიტურ წრეს.
თვალით შედარება შეუძლებელია. იქმნება პრობლემური სიტუაცია,
არსებული ცოდნა საკმარისი არაა პასუხის გასაცემად.
მოსწავლეებს
შევთავაზე დაგვეწყვილებია ფიგურები. პირველი ნიმუში მე შევასრულე და ვამბობ ,,ერთი
ლურჯი,ერთი წითელი“, ვთხოვ გაგრძელებას, რიგრიგობით გამომყავს მოსწავლეები და ვაწყვილებთ.
დაუწყვილებელი დარჩა წითლები. რომელი ყოფილა მეტი?
გროვები ბრუნდება თავის პირვანდელ ადგილზე და ვთხოვ
ჩასვან მეტ-ნაკლებობის ნიშანი.
ეს მეტად მნიშვნელოვანი სიტუაციაა. თვალით აღქმა
აღარ არის საკმარისი მიმართების გასარკვევად. საჭირო გახდა გარკვეული პროცედურის, დაწყვილების
შემოტანა, რომლის შედაგადაც გაირკვა, თუ რომელი გროვაა მეტი და რომელი -ნაკლები. დაწყვილება,
ეს მოქმედებით შესრულებული დასაბუთებაა, რომლის გათავისების შემდეგ აზროვნების ოპერაციად
იქცევა . დაწყვილების შემდეგ გროვები უკან ბრუნდება. ბავშვებმა მეხსიერებაში უნდა აღადგინონ
დაწყვილების შედეგი. ეს ოთხსვლიანი მოქმედებაა: დაწყვილება, გროვების უკან დაბრუნება,
მეტ-ნაკლებობის ნიშნის დადება და თითის დადებით მიღებული გამოსახულების წაკითხვა. მნიშვნელოვანია
ის, რომ მეტ-ნაკლებობა დადგინდა არა უშუალოდ აღქმით, არამედ შემოვლითი გზით(დაწყვილებით)
და მეტ -ნაკლებობის
No comments:
Post a Comment